ბარამბოელები

ბარამბოელები

წარმოგიდგენთ რუბრიკას #ბარამბოელები

რუბრიკის ფარგლებში გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან თქვენთვის ბარამბოს პროდუქტებს

ეს ბაჩო გრიგოლიაა  -პირველი ბარამბოელი, ის იურიდიული სამსახურის უფროსია.

ბაჩო ბარამბოს პირველი თანამშრომელია, სწორედ მან დაარეგისტრირა კომპანია იურიდიულად  და დაარსების დღიდან ბარამბოს ერთგული თანამშრომელია.

მისი საქმიანობა კომპანიის ინტერესების დაცვას, საფრთხეების აღმოფხვრას და კანონთან შესაბამისობაში გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

ბაჩოს უყვარს თანამშრომლებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება, მათთვის საოჯახო ნაყინის გაზიარება და ბარამბოს დაარსების შესახებ ისტორიების მოყოლა.

#ბარამბოელები

ეკა ორბეთიშვილი- ნაყინის საამქროს უფროსი.

ეკა 2010 წლიდან ბარამბოს ერთგული თანამშრომელია, მან კარიერა წარმოებაში ტექნოლოგის პოზიციაზე დაიწყო და ჩვენთან, ყოველწლიური განვითარების შედეგად, დღეს, ნაყინის წარმოების მთელ პროცესს ხელმძღვანელობს.

ეკას სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება,მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები კმაყოფილები იყვნენ და ამისთვის, ის თანმიმდევრულად აკვირდება და ამოწმებს ყველა იმ დეტალს, რაც საჭიროა ნაყინის იდეალური წარმოებისთვის.

ნაყინის წარმოება დიდი პროცესია, რომელსაც ყურადღება და პროფესიონალიზმი სჭირდება, ეკა თავის გუნდთან ერთად ქმნის და აკონტროლებს, რომ თქვენამდე ხარისხიანი, უვნებელი და გემრიელი პროდუქტი მოიტანოს.

#ბარამბოელები  

რუსლან ირემაძე – აჭარის რეგიონალირი მენეჯერი

რუსლანი 2013 წელს შემოუერთდა ბარამბოს და მას შემდეგ, ჩვენი გუნდის ერთგული წევრია.

ის აქტიურად მუშაობს, იმისთვის, რომ აჭარის რეგიონს უფრო ახლოს გააცნოს ჩვენი ბრენდი. ზრუნავს, რომ ყველა უბანში, მაღაზიაში გემრიელი და უსაფრთხო პროდუქტები შეგხვდეთ.

რუსლანს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ  საყვარელი საქმის კეთება მშობლიურ კუთხეში შეუძლია.

#ბარამბოელები  

თათა კალატოზიშვილი-ლაბორანტი

თათა ბარამბოს გუნდს 2016 წელს შემოურთდა და უკვე წლებია ზრუნავს, რომ ყველა ის ინგრედიენტი, რასაც პროდუქტების საწარმოებლად ვიყენებთ, იყოს უვნებელი და ხარისხიანი. ის უზრუნველყოფს ფიზიკო-ქიუმიური ანალიზის ჩატარებას, ნედლეულის მუდმივ მონიტორინგს და ახალი პროდუქციის შექმნისთვის ნიმუშების ტესტირებას.

თათას განსაკუთრებულად უყვარს ახალი ნაყინის შექმნაში მონაწილეობის მიღება და იმ ცდების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს, თქვენამდე უვნებელი პროდუქტების მოსვლას.

#ბარამბოელები

ქეთევან გუჯაბიძე – ექსპორტის მენეჯერი

ქეთი ბარამბოს გუნდს 2018 წელს შემოუერთდა. მისი საქმიანობა, ქვეყნის გარეთ ბარამბოს ტკბილეულის გატანას და ქართველი პროდუქტების მსოფლიოსთვის გაცნობას მოიცავს.

ქეთის მოტივაციისა და შრომიმოყვარეობის შედეგად, დღეს ბარამბოს ტკბილეულს უფრო მეტი ქვეყანა იცნობს, ის მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული ყველა მოთხოვნა გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს.

დღეისთვის ბარამბოს ტკბილეულის ექსპორტი ხოპრციელდება ევროპის, აზიის და ამერიკის 13 ქვეყანაში.

#ბარამბოელები