ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა

კოპმანია ბარამბომ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე – ქ. შანხაიში გაიმართა. ადგილზე ორგანიზება გაეწია რამდენიმე მნიშვნელოვან B2B შეხვედრას, რომელზეც დაისახა ექსპორტის მიმართულებით შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. ერთ-ერთ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ადგილზე 118 სავაჭრო წერტილის მფლობელია, ხელი მოეწერა მილიონი დოლარის ღირებულების მემორანდუმს, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი წლიდან ჩინეთში ერთ-ერთი პროვინცია, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში მომხმარებელს მიაწვდის ბარამბოს ტკბილეულს. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე – მეორე სერიოზულ რითეილ-კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია „ბარამბო“-ს პროდუქციით.
ჩინეთის ბაზარი ბარამბოსთვის – უმნიშვნელოვანესია განვითარებისთვის და ექსპორტის ზრდის საუკეთესო გზაა.