ბარამბინოს ფესტივალი

1 ივლისს ბარამბინოს და ზედაზენის ზაფხულის ფესტივალი ბათუმში დასრულდა, წელს პროექტი 6 რეგიონში ჩატარდა. რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი იმ ლოკაციების ჩამონათვალია, სადაც პატარებს დაუვიწყარი სანახაობა და სიურპრიზებით სავსედღე დახვდათ. ბარამბინომ და ზადეზანმა ბავშვებს ზაფხულის ფესტივალი აჩუქეს და მათ ნამდვილი დღესასწაული მოუწყეს: გასართობიშოუ-პროგრამა, კონცერტი ზღაპრის გმირების მონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობები, რომლებშიც უშუალოდ ისინი იყვნენ ჩართულები, სახეზე მოხატვა, მაგიდის ჰოკეი, ბატუტები, ფოტოები მიმებთან, გასაფერადებლების კუთხე – და ეს ყველაფერი უფასოდ. ღონისძიებისბოლოს ბარამბინო ვანილის და კარამელის ნაყინით გაუმასპინძლდა შეკრებილ სტუმრებს, ხოლო ზედაზენმა ლიმონათით გააგრილა დიდი, თუ პატარა.

იხილეთ ფოტო გალერეა